მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს წყალტუბოს განვითარების 2 ეტაპიანი გენერალური გეგმა?

5e373c223a60f
ნუცა ბაზლიძე
03.02.20 09:30
1060
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის 2 ეტაპიანი გენერალურ გეგმის საკითხი განიხილა.

„დღეს ჩვენ ვმუშაობთ წყალტუბოს განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელიც 2 ეტაპად შეიძლება დაიყოს. ერთი, რომელიც დამთავრდება უახლოესი 2 თვის განმავლობაში და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უშუალოდ დავიწყოთ სანატორიუმების გასხვისება და სამშენებლო პროცესი, რასაც, ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით ზაფხულისთვის ვფიქრობთ. ხოლო, მეორე ეტაპი, გენერალური გეგმის დასრულება, განსაზღვრავს არა მარტო წყალტუბოს რეაბილიტაციის მიმდინარეობას, არამედ დასრულების შემდეგ წყალტუბოს განვითარებასა და ფუნქციონირებას.
გვაქვს კატალოგი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ არის, პრინციპში, სრული ინფორმაცია იმ ობიექტებზე, რა ობიექტებიც მდებარეობს წყალტუბოში და რისი გასხვისებაც შეიძლება, თუმცა ინვესტორები ადგილზე ჩამოდიან და ნახულობენ, ათვალიერებენ. ჩართულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა, რომ სწორი მიმართულებით მოხდეს დაგეგმვაც და რეალიზაციაც“, - განმარტავს ზვიად შალამბერიძე.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორზეც, რომ აღნიშნული პროექტი ინვესტორთა ინტერესის ზრდის განმაპირობებელი გახდა.

„შეიძლება ითქვას, რომ წყალტუბოს პროექტის გაცხადების მეორე დღიდანვე დიდი ინტერესი იყო არა მარტო ამ ქალაქის მიმართ, არამედ მთლიანად რეგიონის“, - აღნიშნავს ზვიად შალამბერიძე.