პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე გახარიამ ტურიზმის გავითარებაში სახელმწიფოსა და ბიზესის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სექტორის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ ყველა არსებული პრობლემა მთავრობის მხრიდან დროულად და ეფექტურად იქნება გადაჭრილი.
„მიხარია, რომ როგორც იქნა ვნახე დრო და ბიზნესთან საქმიან გარემოში შეგვიძლია კონკრეტულ მიზნებზე ვისაუბროთ. მიდგომა არის ძალიან მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია, ეკონომიკის მდგრადი განვითარება ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია ბიზნეს გარემოზე, ბიზნესის განვითარებაზე და იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს არის ჩვენი მიზანი; ამიტომ ვართ დღეს აქ, ამიტომ დავიწყეთ ტურისტული სექტორით, რამეთუ ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო ყველაზე დიდი გარღვევა, ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს აქ და რაც მთავარია, გადაცემის ეფექტი ამ დარგს ყველაზე დიდი აქვს.
2018 წელი დავამთავრეთ 7 მლნ-ზე მეტი ვიზიტორით და ქვეყანაში დაახლოებით, 3.2. მლრდ დოლარი შემოსავლებით. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გამოწვევები ბევრია. ამაზე უნდა ვისაუბროთ აქ, უნდა ვიცოდეთ, რომ არცერთი ნაბიჯი სექტორში არ იქნება გადადგმული თქვენთან საუბრის გარეშე, ეს იქნება წესი რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ უახლოესი პერიოდი.
ჩვენ კარგად გვესმის მთავრობის ფუნქცია რა არის, რომ თქვენთან ერთად იზრუნოს ბაზრების დივესიფიკაციაზე, ახალი პროდუქტების და დარგში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ეს არის ძირითადი ამოცანა. ამისთვის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტში მოახდინა 115 მლნ-ის ალოკაცია.
ჩვენი ამოცანაა, რომ ამ მიმართულებებზე ჩამოვყალიბდეთ. გვესმის, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ პრობლემები, რომლის გადაჭრასაც ბიუროკრატიული იქნება თუ სუბიექტური, ამას დასჭირდება დღეები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ენერგია ეკონომიკაში სასწრაფოდ იყოს მობილიზებული. ეს არის ამოცანა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, საბოლოო მიზანი არის ძალიან მარტივი - მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი შემოსავლი, მეტი ცნობადობა ქვეყნის.
ეკონომიკური ეფექტების გარდა ყველას კარგად გვესმის, რომ ტურიზმს აქვს არანაკლები ეფექტი, ეს არის ქვეყნის ცნობადობა და ამას განვითარებადი ეკონომიკისთვის აქვს ძალზე დიდი მნიშვნელობა, ამიტომ მადლობა მობრძანებისთვის და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი გუნდის კარები, ტელეფონები და ყველაფერი არის წვდომადი იმისთვის, რომ სწრაფად სადაც შესაძლებელია ამ მიზანს მივაღწიოთ.
ამაზე მაქსიმალურად ღიად ვისაუბროთ შეზღუდვების გარეშე, ამითვის მზად ვართ, კრიტიკისაც არასდროს შეგვშინებია და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხების გაცემას შევძლებთ“, - განაცხადა გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის