მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში გამოიყენა საქართველომ "მწვანე ზონის" სტატუსი? - ნათია თურნავას პასუხი

5f5f51e3eb81e
ინგა მურუსიძე
14.09.20 15:36
1119
"მწვანე ზონის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც ასე მარტივად არ დავთმობთ", - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ BMG-ს კითხვას -  რაში გამოიყენა საქართველომ "მწვანე ზონის" სტატუსი, რომლის დაკარგვის პირასაა საქართვლო, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა.

„ნუ იჩქარებთ, ჩვენ არ დაგვიკარგავს "მწვანე ზონის" სტატუსი. ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც ასე მარტივად არ დავთმობთ. ევროპული ქვეყნების ლიდერები იმედიანად უყურებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც მწვანე სტატუსის მქონეს, რის გამოც  არაერთ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ. ჩვენი ქმედებები გამოიხატება იმაში, რომ პანდემიის პირველივე დღიდანვე, ადეკვატურად და ეფექტურად ვრეაგირებთ. ადრე მთავარი იყო  ვირუსის გავრცელების სწრაფი პრევენცია, ახლა მთავარია, ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ ისე, რომ ეკონომიკა არ დავაზარალოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ: წინა თვეებში საქართველოს მთავრობა აანონსებდა, რომ საერთაშორისო ტურისტებს ერთ-ერთი პირველი მიიღებდა, მაგრამ ამ დრომდე რეგულარული ავიამიმოსვლა სრულად აღდგენილი არაა. ბოლო ინფორმაციით, ავიასაზღვრები სრულად მინიმუმ 1 ნოემბრამდე არ გაიხსნება.

ცნობისთვის: დღეს კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.