მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ სახელდება ის ბიზნეს მიმართულებები, რომელთაც მთავრობა განსაკუთრებით დაეხმარება?

5e9708e20dfd1
BM.GE
15.04.20 17:14
797
"რადგანაც ის კონკრეტული ბიზნეს-მიმართულებები არ სახელდება, რომლებიც განსაკუთრებული მხარდაჭერის ობიექტები უნდა გახდნენ, ეს სტრატეგიის არარსებობაზე კი არ მიანიშნებს არამედ, ეს არის ჩვენი სტარტეგია, რომ ასეთი დაკონკრეტება გავაკეთოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მაქსიმალურად ეფექტიანი იქნება", - აღნიშნულის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, სანამ არ გაირკვევა თუ როგორია დღეს მსოფილოში ტენდენცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიწოდების გლობალური ჯაჭვის პროცესში მთავარი როლის მოთამაშე ქვეყნები როგორ გააგრძელებენ ამ ვირუსის ფონზე მოღვაწეობას ისეთ სპეციფიურ სექტორებში, როგორიცაა მომსახურება და ვაჭრობა, ასევე რა საერთაშორისო ტენდენციები გამოიკვეთება, შეუძლებელია ზუსტად ჩამოყალიბდე, რომელი კომპანიები და ბიზნესები საჭიროებენ პირველ რიგში მხარდაჭერას.

"სწორედ აი, აქ ყველაზე სწორი მომენტის დანახვა, მანამდე რესურსების დაზოგვა და შემდეგ მიზანმიმართული სწორი გადაწყვეტილებები არის ჩვენი ხელისუფლების სტრატეგია, რომელსაც დროულად, ასე განვახორციელებთ", - აღნიშნა რომან კაკულიამ.​