მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადამიანები ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად მიდიან" - ლევან დავითაშვილი მიგრაციაზე

პარლამენტში

მიგრაცია ჩვენთვის გამოწვევაა, მაგრამ ადამიანები ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად მიდიან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მან მიგრაციაზე საუბრისას 2004-2012 წლები, 2013-2021 წლებს შეადარა და თქვა, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„მიგრაცია მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. ეს ჩვენთვის გამოწვევაა და გვინდა, ეს დინამიკა პოზიტიურისკენ შევცვალოთ, მაგრამ ადამიანები ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად მიდიან იმ პირობებში, როდესაც ხელმისაწვდომი გავხადეთ უცხოეთში მოგზაურობა, ლეგალურად გადაადგილება სავიზო ბარიერების გარეშე და ა.შ.

ეს განვითარებადმა ყველა ქვეყანამ გამოცადა, რომელიც ევროკავშირში წევრიანდებოდა ან ახალი გაწევრიანებული იყო, მაგალითად პოლონეთმა.

რაც შეეხება სტატისტიკა, მაგალითად, 2004-დან 2012 წლებში საშუალოდ ქვეყანას 25 000 ადამიანი ტოვებდა, ხოლო 2013-დან 2021 წლებში, ანუ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს წლიური მაჩვენებელი 4-ჯერ შემცირდა.

ჯერ კიდევ ნეგატიური ბალანსი გვაქვს, საქართველოდან უფრო მეტი ადამიანი მიდის, ვიდრე უკან ბრუნდება, მაგრამ ეს არის წლიური 5 700 ადამიანი და არა წლიური 25 000 ადამიანი, შესაბამისად როგორც იცვლებოდა ქვეყანა 2004-დან 12 წლამდე ნათელია", - თქვა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები