მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პოპულიზმია, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება" - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი

"პოპულიზმია, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, მიგრაციული პროცესები იქიდან გამომდინარეა, რომ საქართველოზე მდიდარი ქვეყნებიც არსებობენ.

"არ გვაქვს ილუზია, რომ საქართველოში ცხოვრების პირობების მიხედვით საუკეთესო მდგომარეობაა. საქართველო ყველაზე წარმატებული, ყველაზე მდიდარი ქვეყანა არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.

რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყნები, სადაც საცხოვრებელი პირობები შეიძლება უფრო მიმზიდველი იყოს, აქედან გამომდინარე, მიგრაციული პროცესებიც ბუნებრივია. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ.

პოპულიზმია, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და საქართველო იცლება, ეს ნამდვილად ასე არ არის, მაგრამ ისიც გვესმის, რომ მოსახლეობის ნაწილი უკეთესი საცხოვრებელი პირობების მისაღებად ნამდვილად ტოვებს ქვეყანას", - ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები