პარლმენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის - "COVID-19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე", ფარგლებში ზეპირი მოსმენა გამართა, რომელზეც ერთ-ერთი მომხსენებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილიც იყო. სხვადასხვა თემაზე საუბრისას მინისტრის მოადგილე რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხში, ფერმერების იმ საპროტესტო აქციებსაც შეეხო, რომელიც ადგილობრივი წარმოების საზამთროს ფასების არაკონკურენტუნარიანობის გამო გაიმართა და სადაც ფერმერები იმპორტის შეზღუდვას ითხოვდნენ.
გიორგი ხანიშვილმა განმარტა, რომ სახელმწიფო ფერმერებს არა ერთჯერადი ინექციების სახით, არამედ სისტემურად უნდა ეხმარებოდეს, ხოლო ბაზარზე ხელოვნური ჩარევა არაა სწორი. „რატომ ღირს უცხოეთიდან შემოტანილი საზამთრო უფრო იაფი, ვიდრე ლაგოდეხში მოყვანილი?“ - მინისტრის მოადგილემ რიტორიკულად დასმულ კითხვას თავადვე უპასუხა და ის მექანიზმები მოიშველია, რომლითაც უწყება სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებს ეხმარება.
„საქართველო თავისუფალი საბაზრო პრინციპების ქვეყანაა, სხვა შემთხვევაში ჩვენ სრული კრახი გველის. პრობლემა არა - საფასო პოლიტიკა, არამედ ის არის, რომ ცალკეული ფერმერები არ ერთიანდებიან, მოსავალი მცირე რაოდენობით მოჰყავთ, დანახარჯებს არ ითვლიან და ხშირ შემთხვევაში მაღალი დანახარჯები აქვთ. ამის შემდეგ უნდათ მიიღონ შემოსავალი, რომელიც სხვადასხვა კრიტიკულ წლებში სხვადასხვაგვარია. ლაგოდეხის თემა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ გასულ წელს ზოგადი საბაზრო ფასები კოვიდიდან და შეზღუდვებიდან გამომდინარე ძალიან მაღალი იყო, მარწყვი 15 ლარი ღირდა, ბალი - 12 ლარი და ა.შ. მიმდინარე წელს ასეთი სისტემა ვერ იქნებოდა და შესაბამისად, ბალი 4-5 ლარი ღირს... სახელმწიფოს მიერ გადადგმული პროგრამები ორი მიმართულებით ხორციელდება, ეს არის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა სხვადასხვა პროგრამების სახით და მეორე - კოოპერაცია და გაერთიანება, რომელსაც ფერმერებს ვთავაზობთ. სხვა შემთხვევაში მივდივართ არაჯანსაღ პროტექციონიზმთან, სუბსიდირებასთან, რომელსაც სხვადასხვა ფერმერი მუდმივად იყენებს, გააჩნია სფეროს, ამ შემთხვევაში ლაგოდეხის საზამთროზე იყო საუბარი და ა.შ. საზამთრო, რომელიც 1 ჰა-ზე მინიმუმ 50 ტონა უნდა მოიყვანო და რომლის თვითღირებულება 8-10 თეთრი უნდა იყოს, ეს ყველაფერი დათვლილი გვაქვს და როდესაც ფერმერებს ველაპარაკებით, სამწუხაროდ, თვითონ არ აქვთ დათვლილი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საზამთროს იმპორტი 2-ჯერ გაიზარდა, რაც ბუნებრივია. მინისტრის მოადგილემ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ბაზარზე ხელოვნური ჩარევები არასწორია.
„ლაგოდეხში ფერმერების გამოსვლის შინაარსი რა იყო?! - რომ მას ცოტა ჰქონდა მოსავალი... ერთი ფერმერი, რომელიც საზამთროს ყიდის და მასთან მისული მყიდველი სთხოვს, რომ 5 თეთრით დაუკლოს და უკლებს, ჩამოდიან თვითღირებულებაზე დაბლა...
გვინდა მხარდაჭერა, რომ ფერმერები გაერთიანდნენ. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე საუბრობდა კოოპერატივების მნიშვნელობაზე, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ოღონდ წინ არ წავსულვართ. კოოპერაციის მთელი შინაარსი ფასწარმოქმნის მექანიზმის რეგულირებაა, სადაც ორი ფასია - ის, რითიც კოოპერატივის შიგნით ხდება მიწოდება და რომლითაც მის გარეთ ხდება რეალიზება. ქვეყანაში არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ სისტემური პროექტების გარდა ნებისმიერი მიმართულებით სუბსიდირება მოხდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე