მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იგვიანებს Pfizer-ის ვაქცინა? - კომპანია საქართველოს ახალ პირობებს უყენებს

6033ef055729a
თამთა ჯიჯავაძე
22.02.21 21:57
3811
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის გეგმები შეიცვალა და კომპანიამ საქართველოს მთავრობას ახალი მოთხოვნები წაუყენა. ამიტომაც, შესაძლოა ამ კომპანიის კოვიდ-ვაქცინების შემოტანის ვადამ სამი კვირით გადაიწიოს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, უახლოეს დღეებში დაზუსტდება რა არის Pfizer-ის ახალი მოთხოვნები.

„Pfizer-ის პირვანდელი შემოთავაზება იყო, რომ თებერვლის ბოლომდე უნდა დაეწყოთ ვაქცინაციის განაწილება იმ დოზების მიხედვით, რაც შეთანხმდა COVAX-ის პლატფორმასთან. თუმცა, დამატებითი პირობების დაყენების შემდეგ ჩვენ ჯერჯერობით მათგან კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება ვაქცინის მოწოდება, არ გვაქვს. ამ კვირაში დაინიშნა კონსულტაციები და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია, თუ რას და როდის უნდა ველოდოთ Pfizer-ისგან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლოა Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში შემოვიდეს AstraZeneca-ს ვაქცინა, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელის შემოტანა იგეგმება მარტის დასაწყისში.

ცნობისთვის, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამ დრომდე აცხადებდნენ, საქართველოში ვაქცინის შემოტანა თებერვლის ბოლო კვირაში უნდა დაწყებულიყო.