თბილისში ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ, გაზრდილი ღირებულებით გამოცხადდა. ამჯერად, დედაქალაქის მთავრობა მზადაა, გამზირის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარით ძვირი გადაიხადოს. 3 ივნისს გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 6 090 839 ლარია, მაშინ როდესაც პირველ ტენდერში შესყიდვის ღირებულება 4 670 999 ლარი იყო.
პროექტის გაძვირების მიზეზები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა გადაცემა "საქმის კურსში" განმარტა.
„პირველად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო ტენდერში მონაწილეობა, შესაბამისად, ბაზრის მოკვლევა ხელახლა ჩატარდა და ახალი ტენდერი იმ ღირებულებით გამოცხადდა, რაც კომპანიებმა დაგვიფიქსირეს, თუმცა ეს ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა. რაც შეეხება პროექტის განხორციელების კონკრეტულ თანხას, ეს ტენდერის დასრულების შემდეგ გაირკვევა. რა ფასადაც გაფორმდება ხელშეკრულება, ის იქნება პროექტის საბოლოო ღირებულება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ცნობისთვის: ქეთევან წამებულის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმებოდა. თუმცა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში თბილისის მერმა კახა კალაძემ ის პროექტები დაასახელა, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ პანდემიის გამო გადადო. ერთ-ერთი ქეთევან წამებულის გამზირი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას