მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეამცირა მთავრობამ სახელმწიფო ქონების პრივატიზების გეგმა? - თურნავას პასუხი

5ee1f900b28ae
BM.GE
11.06.20 13:37
964
ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება გლობალურად - ასე ახსნა ეკონომიკის მინისტრმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების გეგმის 40 მლნ ლარით შემცირება.

ნათია თურნავამ პრივატიზების პირველი კვარტლის შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სახელმწიფო ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

„ჩვენი პოლიტიკა სახელმწიფო ქონების პროვატიზებასთან მიმართებაში არის იგივე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ყველგან, სადაც საქმე არ ეხება სტრატეგიულ ობიექტს, რომელიც მიზანშეწონილია რომ დარჩეს სახელმწიფო საკუთრებაში, ყველგან უნდა ვეცადოთ, რომ ეს ობიექტები კერძო ინვესტორებს ჩაბარდეს და მოხმარდეს ეკონომიკის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

პირველი კვარტლის მონაცემებით, ჩვენ არა უბრალოდ გეგმას გადავაჭარბეთ, არამდე 3-ჯერ და მეტად გადავაჭარბეთ 2019 წლის პირველი კვარტლის ფაქტობრივ მონაცემებს. ეს მართლაც მისასალმებელია იმ ფონზე, როდესაც გლობალური პანდემია იყო მაგ პერიოდში და საქართველოშიც ეპიდემია იწყებოდა. მიუხედავად ამისა კარგი ინერცია იყო, პოზიტიური. 100 საპრივატიზაციო ქონება ახსენეთ თქვენ, რომელიც შარშან შემოდგომაზე ჩაეშვა და დიდი ინტერესი გამოიწვია“, - თქვა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტში აისახა ის რეალისტური პროგნოზები, რაც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს, თუმცა მთავრობას აქვს ასევე პოზიტიური პროგნოზებიც.

„ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ მთლიანად ეკონომიკა შემცირდება 4%-ით, ამან არ შეიძლება ასახვა არ ჰპოვოს საინვესტიციო პროცესებზე და ინვესტიციის ნაწილი არის სახელმწიფო ქონების პრივატიზება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ოპტიმისტური პროგნოზი შესრულდეს, მაგრამ რეალისტური პროგნოზი, რომელიც ბიუჯეტში ასახულია არის ის, რომ მცრიდება ეკონომიკა და აქტივობა და ინვესტორებისთვის, კერძო კომაპნიებისთვის იქნება შედარებით რთული გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებით.

მე საერთოდ არც საკუთარი მუშაობით ვარ კმაყოფილი და სააგენტოსგანაც უფრო მეტს ვითხოვ, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვართ თვითკრიტიკულები. მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება გლობალურად. თუ კი გლობალურად მეორე ტალღა წამოვიდა, მერწმუნეთ ეს იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი იგივე უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ თუნდაც საქართველოში პრივატიზებაში მიიღონ მონაწილეობა. იგივე აისახება ადგილობრივ ინვესტორებზე.

თუმცა პირველი კვარტლის მაგალითი გვაჩვენებს, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენი გაძლიერებული მუშაობით შეგვიძლია უფრო მეტი“, - განაცხადა მინისტრმა.