მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ურჩია IMF-მა მთავრობას თამბაქოზე აქციზის გაზრდა?

5d89c2c237bc3
ელენე კვანჭილაშვილი
24.09.19 16:20
2044
„როდესაც პროგრამას განვიხილავდით, მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა, კაპიტალური ხარჯების ზრდაზე“, - ასე იხსენებს მერსედეს ვერა-მარტინი „ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მთავრობასთან კომუნიკაციის პროცესს მას შემდეგ, რაც განაწილებული მოგების დაბეგვრა ანუ ე.წ. „ესტონური მოდელის“ დანერგვა გადაწყდა.

ამ მოდელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუდმივად აკრიტიკებდა, რადგან თავდაპირველი პროგნოზით, სახელმწიფო ბიუჯეტს ამ საგადასახადო ცვლილებით, ნახევარი მილიარდი ლარი უნდა დაკლებოდა, თუმცა საბოლოოდ, ჯამში მხოლოდ 299 მილიონი ლარი დააკლდა.

„ობიექტურად, ნამდვილად არის ინფრასტრუქტურული განვითარების აუცილებლობა - იქნება ეს ცენტრალური მაგისტრალი, თუ ჩრდილო-დასავლეთის კორიდორი, რომელიც ვაჭრობას კიდევ უფრო გაამარტივებს და გაზრდის, მაგრამ ასევე - ისეთი გზებიც, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომს გახდიან განათლების მიღებას, სხვდასხვა საჯარო სერვისებით სარგებლობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წყლის მენეჯმენტის გაძლიერება - ხელმისაწვდომი რომ გახდეს ხარისხიანი წყალი. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ მაღალი სტანდარტის სკოლები უნდა აშენდეს. ამ ყველაფერზე არსებობს მოთხოვნა და ამ ყველაფერს სჭირდება დაფინანსება“, - ამბობს მერსედეს ვერა-მარტინი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენელი „ანალიტიკასთან“ დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ლოგიკას შემდეგნაირად განმარტავს: „პრიორიტეტები გამოკვეთილია, მაგრამ ფული ამ ყველაფერს არ ყოფნის. შესაბამისად, საჭიროა, დამატებითი რესურსების მოძიება. ამდენად, მთავრობასთან დისკუსიისას და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ თავისუფლების აქტი ზღუდავს გადასახადების გაზრდას, სადაც გამონაკლისი აქციზის გადასახადია, ჩვენ ეს რეკომენდაცია გავეცით, როგორც ერთი გამოსავალი“.

კითხვაზე - რამდენად გაითვალისწინა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ის გვერდითი ეფექტები - მათ შორის, ინფლაციის, კონტრაბანდული ან დაჭრილი თამბაქოს მოცულობის ზრდა - მერსედეს ვერა-მარტინის პასუხია, რომ მთავრობამ ახლა სწორედ ამ გვერდით ეფექტებს უნდა მიხედოს.

„აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 287.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 175 მლნ ლარით ნაკლებია 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით“, - აღნიშნულია „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზე გუშინ აიტვირთა.

„გადასახადის ამ სახეში დანაკლისი გამოიწვია 2019 წლის მანძილზე თამბაქოს მოხმარების სტრუქტურის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ და შესაბამისად თუთუნის მოხმარების (რომლის დაბეგვრა პრაქტიკაში მინიმალური განაკვეთით ხდება) მნიშვნელოვანმა ზრდამ“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.