მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია კოვიდ-ინფიცირების სტატისტიკა ბავშვებში? - NCDC-ის ანგარიში

61844b927f20b
თამთა ჯიჯავაძე
05.11.21 01:09
637
2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლის ჩათვლით ასაკში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენდა 90 680 ბავშვს (ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%): 2020 წელს (10 თვე) – 23 470 ბავშვი დაინფიცირდა, ხოლო 2021 წელს (9 თვე) – 67 210 ბავშვი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და განხორციელებული ღონისძიებების ანალიზის მეშვიდე გადახედვას წარმოადგენს, ის მოიცავს 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემებს.

ანგარიშის მიხედვით, 18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს (ინფიცირებული ბავშვების 8,5%), მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში (ჰოსპიტალური ლეტალობა - 0,1%).