ივლისში საარსებო შემწეობა 487 790 ადამიანმა (137 144 ოჯახი) მიიღო, რაც მიმდინარე წლის იანვრის მონაცემს (432 218 ადამიანი) 12.9 % - ით, ხოლო 2019 წლის ივლისის მაჩვენებელს (445 591 ადამიანი) 9.5 % - ით აღემატება.
იანვარ-ივლისში შემწეობის მიმღებ ოჯახებზე გადარიცხული თანხის ოდენობამ 195.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ივლისში, აღნიშნული პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 27.9 მილიონი ლარი გამოიყო.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 13.1% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის მიღებას საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებთა 42% იღებს (13 365 ადამიანი). ამასთან, შემწეობის მიმღებთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისზე მოდის (102 960 ადამიანი), ხოლო ყველაზე ნაკლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე (12 539 ადამიანი).
საარსებო შემწეობის მიმღებთა მონაცემები რეგიონების მიხედვით ასეთია:
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ივლისში შემწეობის მიმღებთა უმეტესობა (19.5 %) ერთწევრიანი, ან ოთხწევრიანი (18.9 %) ოჯახია, ხოლო პროგრამაში ჩართული მოსახლეობის 54.7% ქალია.
ოჯახებისთვის გაცემული საარსებო შემწეობის რაოდენობა სარეიტინგო ქულების საშუალებით განისაზღვრება:
30 001 - ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა 60 ლარი;
30 001 და მეტი, მაგრამ 57 001 -ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახის წევრებისთვის 50 ლარი;
57 001 და მეტი, მაგრამ 60 001 -ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახის თითოეული წევრისთვის 40 ლარი;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის თითოეულ წევრზე;
100 001 -ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 50 ლარის ოდენობის შემწეობას.