მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორანი Galleria Italiana დაიხურა, მიზეზი კორონავირუსია

5e68e16801f13
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.20 17:15
3248
კაფე - რესტორანი Galleria Italiana დროებით დაიხურა, - ამის შესახებ ინფორმაციას რესტორნის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ობიექტი კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე დაიხურა და მასში სადეზინფეაციო სამუშაოები ჩატარდება.

განცხადებაში არ არის აღნიშნული როდის განაახლებს კაფე-რესტორანი მუშაობას.

„ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, Galleria Italiana-ს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და ობიექტი დროებით წყვეტს მუშაობას. ჩატარდება სადეზინფექციო, სანიტარული სამუშაოები. მუშაობა შეჩერდება გონივრული ვადით, სიტუაციის დასტაბილურებამდე.

იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ ვირუსთან გამკლავებას და სიტუაცია მალე დალაგდება. ყველას მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რეკომენდაციები და უსაფრთხოების ნორმები. გისურვებთ ჯანმრთელობას", - ნათქვამია  Galleria Italana-ს ადმინისტრაციის განცხადებაში.