მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეტალიაციის მიზნით, რუსეთის მთავრობამ სანქციები აშშ-ს დაუწესა

629efbf745e2e
გიორგი თოლორდავა
07.06.22 11:21
989
რუსეთის ფედერაციამ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც 61 მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირს და ბიზნესმენს მოიცავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები შეეხებათ: ხაზინადარ ჯანეტ იელენს, ენერგეტიკის მინისტრ ჯენიფერ გრანჰოლმს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს - აღნიშნულ პირებს რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.

სამინისტროს განმარტებით, სანქციების ახალი პაკეტი წარმოადგენს რეტალიაციის ფორმას და ის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული. მათი შეფასებით, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტები აქტიურად ცდილობენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის დისკრედიტაციას.

„ეს წარმოადგენს საპასუხო ზომას აშშ-ის მუდმივად მზარდი სანქციების წინააღმდეგ“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სანქციების პირველი პაკეტი მოსკოვმა ვაშინგტონის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მარტში წარადგინა, მაშინ შეზღუდვები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეეხო.