მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების კუთხით ხელისუფლებასთან კარგი თანამშრომლობა გვაქვს - დეგნანი

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილი
BM. GE
21.08.23 18:59
14

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სანქციების აღსრულების კუთხით საქართველოს მთავრობასთან კარგი თანამშრომლობა აქვთ. 

"სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სანქციებისა და ექსპორტზე კონტროლისთვის თავის არიდებას, მუდმივად ეძებენ ახალ გზებს. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. მრავალი წელია ვმუშაობთ საბაჟოსთან, შემოსავლების სამსახურთან, საზღვრის დაცვასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. ვატარებთ წვრთნებს, უზრუნველვყოფთ ტექნიკით, რომელიც სჭირდებათ, რომ იცოდნენ რა შემოდის აქ და რა გადის საქართველოდან.

ეს საქართველოს ინტერესებშიც არის, ეს საქართველოს უსაფრთხოებასაც ეხება. უბრალოდ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე. ეს იყო ელჩ ო’ბრაიენის გზავნილიც, აგრეთვე კოლეგებისა ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ კვირების წინ იმისთვის, რომ ეთქვათ - გმადლობთ, მჭიდრო თანამშრომლობისთვის და თუ შეიძლება, შევინარჩუნოთ სიფხიზლე, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ომი. ეს არის ჩვენი მიზანი",- ამბობს დეგნანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები