მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის მაგისტრალზე მიწის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

60e58500ada0f
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.21 14:46
698
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი

„გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტო ტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.