22.ნოემბერი .2019 19:40

რისი სიმპტომია არასტაბილური ლარის კურსი? - ბანკების ასოციაციის შეფასება

views 346
უკან

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ფიქრობს, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსის მერყეობა ნიშანია იმისა, რომ კონკრეტულ მიმართულებებში არსებული რეგულაციები შესარბილებელია.

„საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ძნელაძემ ამ თემაზე სამთავრობო დონეზე საუბრების გააქტიურება ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით ახსნა.

„რა გახდა მიზეზი კონკრეტულ პასუხისმგებლობებთან მიმართებით საუბრების გააქტიურებისა, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა რატომ - სექტემბერში, ამაზე შემიძლია გითხრათ - იმიტომ, რომ თუ ივლისსა და აგვისტოში იყო მოლოდინი, რომ ეს იყო მოკლევადიანი რყევა, სექტემბერში ჩვენ მიიღეთ რისკი, რომ ეროვნული ვალუტის რყევა ასახულიყო ინფლაციაზე და უკვე ოქტომბერში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ალბათ ეს არის ლოგიკა.
დროულობასთან დაკავშირებით კი, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მოქმედება მათ შორის რეფინანსირების განაკვეთის ზრდაც ცუდად აისახება შემდგომ განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი წახალისებაა საჭირო. ფაქტია, რომ თუ მცურავი კურსი გრძელვადიან პერიოდში გვაქვს, ეს აისახება სხვადასხვა სექტორებზე, რომელსაც კონკრეტული პასუხისმგებელი პირები ჰყავს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ როდესაც არ არის კურსი სტაბილური ეს არის სიმპოტომი იმისა, რომ გარკვეული მიმართულებებით რეგულაციები შესარბილებელია და შემდგომ არის სამოქმედო კონკრეტული უწყებების მიერ”, - აღნიშნა ძნელაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა