მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როცა აქციზი იზრდება თამბაქოზე, რა თქმა უნდა იზრდება არალეგალური ვაჭრობის რისკები“- ხუციშვილი

5edb76e84e141
ელენე გოგბერაშვილი
06.06.20 14:55
1014
თამბაქოს ინდუსტრია სააქციზო პოლიტიკის გადახედვას ითხოვს.როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, ბოლო პერიოდში თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად გააქტიურდა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში არალეგალური გზით თამბაქოს შემოტანის შემთხვევები, რისი მთავარი განაპირობებელი ფაქტორიც ის სააქციზო პოილიტიკაა, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით 2-3 ჯერ აძვირებს თამბაქოს პროდუქციას; ეს კი მოტივაციას ქმნის ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოვიდეს უაქციზო საქონელი.

აპირებს თუ არა ფინანსთა სამინისტრო გადახედოს თამბაქოს აქციზის დაანგარიშების მეთოდოლოგიას და თვლიან თუ არა, რომ კანონმდებლობა არის მიზეზი, რის გამოც ხშირია ქვეყანაში თამბაქოს კონტრაბადის შემთხვევები, ამ კითხვით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა ხუციშვილს მივმართეთ.

„ზოგადად, როცა აქციზის მატება შეინიშნება სიგარეტთან მიმართებაში, რა თქმა უნდა იზრდება რისკები არალეგალური ვაჭრობის. ჯერჯერობით სახეზეა ის, რომ აღნიშნული რისკები მართვადია,იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრირების გაუმჯობესებით აღნიშნული არალეგალურად შემოსული ნაწარმი მნიშვნელოვბად მცირდება.

ადვალური ნაწილი არ არის ნამდვილად მოტივატორი ქვეყანაში არალეგალური გზით თამბაქოს შემოდინების. აქ არის რამდენიმე მიმართულება. მაღალრისკიანია ის ქვეყნები, სადაც საქართველოზე იაფი ღირს თამბაქოს ნაწარმი და შესაბამისად ამ რისკების მინიმიზაციის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი აქვს ინფორმაცია ქვეყანაში თამბაქოს არალეგალურად შემოტანის ოფიციალურ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.