მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ დარჩენილა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტის მიმართ ინტერესი არ გამოხატა” - ფინანსთა მინისტრი

შავი ზღვა

“წლის ბოლოსთვის ველოდებით კვლევას, თუ რა შედეგი ექნება შავი ზღვის კაბელების პროექტს საქართველოს ეკონომიკისთვის და რა იქნება მისი ბიუჯეტი”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელების პროექტის შესახებ BMG-ს კითხვას ლაშა ხუციშვილმა, დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა.

“ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორი არის მსოფლიო ბანკი, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაციის კომპანია ჰყავს დაქირავებული. წლის ბოლოსთვის ველოდებით კვლევის დადებას, თუ რა შედეგი ექნება საქართველოს ეკონომიკისთვის ამ პროექტს, რა იქნება ბიუჯეტი. 

წლის ბოლოს გვექნება როგორც ტექნიკურ ნაწილზე შესაბამისი კვლევა, ასევე ფინანსურ და ხარჯვით ნაწილზე: დაახლოებითი თანხები, რა დაჯდება, რა მოგებიანობა ექნება... წინასწარი შედეგები ძალიან პოზიტიური იყო და აჩვენა, რომ პროექტი, შესაძლოა, საკმაოდ მოგებიანი იყოს”, - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

კითხვაზე, იქნება თუ არა შავი ზღვის კაბელების პროექტი 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული, ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ დააფინანსებს პროექტს და რა იქნება შერჩეული ბიზნესმოდელი.

“კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება ფინანსურ მოდელზე ჩამოყალიბება. ამ პროექტში იქნება ჩართული ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, პრაქტიკულად არ დარჩენილა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ამ პროექტის შესახებ ინტერესი რომ არ გამოეხატოს, პროექტის დაფინანსების მიმართულებით.

თუ ამის საჭიროება იქნება, რომ 2024 წლიდან ხარჯები გაიწიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბუნებრივია, ეს ცვლილებები ასახული იქნება, თუმცა ეს ბიზნესმოდელზეა დამოკიდებული. შესაძლებელია, სხვადასხვა ქვეყნებისა და მარეგულირებლების მონაწილეობით, დაფინანსების წყარო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყოს და პირდაპირ მოხდეს დაფინანსება პროექტის, არ ითვალისწინებდეს ბიუჯეტიდან თანხის გადახდას”, - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

შავი ზღვის ელექტროკაბელმა ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები