მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ფინანსთა სამინისტრო
29.10.24 15:49
747

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის უნგრელ კოლეგა, მიხაი ვარგასთან შეხვედრის მთავარი საკითხი შავი ზღვის ენერგოკაბელი იყო.

ფინანსთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უწევს.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ხაზი გაესვა ისეთი გლობალური პროექტის მნიშვნელობას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან, მიხაი ვარგასთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.

„უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან. ტრადიციულად, ორ უწყებას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. განხილული იქნა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის, რაც აჩენს დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები