მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის, ბიუჯეტში 236 მლნ ლარია გათვალისწინებული - მინისტრი

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2024 წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის, ბიუჯეტში 236 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

მან ტურიზმის ხელშეწყობისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

"მომავალ წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის, გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი, მათ შორის, 191 მლნ ლარი მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ახალი 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის მთლიანი ღირებულება 1 მილიარდ ლარს შეადგენს", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია: ბორჯომის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ბათუმის, მესტიის, მცხეთის, ზუგდიდისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური უბნების განახლების, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების შექმნისა და განვითარების ღონისძიებების დაფინანსების გაგრძელება, ჯამურად, 161 მლნ ლარის ოდენობით.

მისი თქმით, 2024 წელს, გათვალისწინებულია მიმდინარე წელს დაწყებული გუდაურის ახალი საბაგირო გზის მშენებლობის დასრულება ჯამური 66 მლნ ლარის ღირებულებით. ასევე, 2 ახალი 2.2 კმ-იანი საბაგიროს დასრულებისთვის 2024 წელს გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები