მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდემდეა ვარგისი „ასტრაზენეკას“ 43,000 დოზა და რა გეგმა აქვს NCDC-ის თუ ის ვერ გაიხარჯა?

6050cc5f8774d
თელარა გელანტია
16.03.21 19:16
9208
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43,000 დოზა ვარგისი 21 ივნისამდეა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძეს ჟურნალისტმა კითხვა ვაქცინის შენახვის ვადებზე დაუსვა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინების შენახვის ვადა 5-დან 6 თვემდეა. საქართველოში უკვე ჩამოტანილი 43 000 დოზა ვაქცინის შენახვის ვადა 21 ივნისამდეა, ამიტომ საკმაოდ დიდი პერიოდი გვაქვს, რომ გაიხარჯოს. მე დიდი იმედი მაქვს, 43,000 დოზა სამედიცინო საზოგადოებაზე გაიხარჯება, მაგრამ თუ - არა, მაშინ არსებობს გეგმა ბ - გაიხსნება ფანჯარა და პლატფორმაზე დარეგისტრირდებიან მეორე ჯგუფის - 75 წელს ზემოთ ადამიანები, ასევე ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებლები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეისათვის პორტალზე მხოლოდ 4 532 მედიცინის მუშაკის ჯავშანია, 1375 კი აიცრა. „ეს არის საკმაოდ დაბალი რიცხვი. დღიურად 3 ათასი დოზა ვაქცინა უნდა გაკეთდეს, რათა მომდევნო 2 კვირაში უკვე შეძენილი 43 ათასი დოზა ვაქცინა ავითვისოთ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში ვაქცინაცია გუშინ დაიწყო.