"დაველოდებით რა იქნება ახალი ინფორმაცია, გარკვეული პერიოდი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 9%-ზე შევინარჩუნებთ და მერე დავიწყებთ ეტაპობრივ შემცირებას", - ეს განცხადება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა „საქმიანის დილის ანალიტიკის“ ეთერში გააკეთა და განაკვეთის უცვლელად 9%-ზე დატოვება ახსნა.
„2019 წელს ინფლაცია იყო მიზნობრივზე მაღალი, ეს იყო განპირობებული ძირითადად ერთჯერადი ფაქტორებით, მათ შორის სიგარეტზე აქციზის ფასით, თუმცა ზაფხულიდან ამას დაემატა ტურიზმში პრობლემების გამო გაუფასურებული კურსიდან ინფლაციაზე გადმოცემა. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება - გვქონდა 6,5% და ახლა გვაქვს 9%. დღეს არსებული ინფორმაციის მიხედვით, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს გამკაცრება არის საკმარისი. დაველოდებით რა იქნება ახალი ინფორმაცია, გარკვეული პერიოდი 9%-ს შევინარჩუნებთ და მერე დავიწყებთ ეტაპობრივ შემცირებას. რაც შეეხება სხვა თანაბარ პირობებს, როგორც წესი, ეკონომისტები არ ამბობენ ამ ტერმინს და იგულისხმება, რომ ჩვენი ყველა განცხადება გულისხმობს სხვა თანაბარ პირობებს. ინფლაციის მაჩვენებელმაც უნდა დაიწყოს ეტაპობრივი შემცირება“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
წამყვანის კითხვაზე - რა ტიპის მოლოდინების ფორმირებას ელოდება სებ-ი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, მესტვირიშვილმა უპასუხა, რომ მოლოდინები უკვე ასახულია მათ შორის მთავრობის ფასიან ქაღალდებში.
„ვხედავთ, რომ ბაზარი არ ელოდება მონეტარული პოლიტიკის მეტ გამკაცრებას. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები ხელს უწყობს იმას, რომ ბაზარზე შემოვიდეს უცხოური ვალუტა და ბოლო სამი თვის განმავლობაში 300 მლნ ლარზე მეტი ფასიანი ქაღალდები შეიძინეს არარეზიდენტმა ინვესტორებმა ანუ ეს არხიც მუშაობს. გარდა ამისა, ბოლო კვარტლის განმავლობაში შეინიშნება, რომ ერთობლივი მოთხოვნაც არის გაჯანსაღებული, ეკონომიკურმა ზრდამ წლიურად 5.2% შეადგინა. ადრე ჩვენ გვქონდა პოტენციურზე უფრო მაღალი ზრდა, რაც ინფლაციასაც ხელს უშლიდა. ახლა ეს ფაქტორიც ამოიწურა. ასევე, სესხების ზრდის მიმართულებით თუ გამოვრიცხავთ გასული წლის პირველ კვარტალს, დანარჩენი სამი კვარტალი იყო საკმაოდ ძლიერი. ამ ერთობლივი მოთხოვნის გაჯანსაღების და სესხების მაღალი ზრდა თუ შენარჩუნდა, მოგვიწევს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა უფრო დიდი ხანი შევინარჩუნოთ, ვიდრე სხვა პირობებში შევინარჩუნებდით“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9% პროცენტს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი