საქართველოს მთავრობასა და ფოთის პორტის ოპერატორ APM Terminals-ს შორის ახალი საზღვაო ტერმინალის მშენებლობაზე მოლაპარაკებები უკვე ორ წელზე მეტია გრძელდება. კომპანიის განცხადებით, მას ახალ ტერმინალზე $170 მილიონზე მეტის დახარჯვა აქვს განზრახული, თუმცა ამისთვის ჯერ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმებაა საჭირო, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო დროში გაიწელა. მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგები ამ დრომდე არაა ცნობილი, მთავრობას მოლაპარაკებებში იურიდიული ფირმა Hogan Lovells-ი წარმოადგენს.
მთავრობის მოლაპარაკებების შესახებ სადეპუტატო კითხვით მიმართა რომან გოცირიძემ, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით: დასრულდა თუ არა ინვესტორთან ხელშეკრულების მომზადების პროცესი, რაზეც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისგან, ოთარ დანელიასგან შემდეგი პასუხი მიიღო:
“საქართველოს მთავრობასა და სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ შორის ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების მიზნით საერთაშორისო იურიდიული კომპანია “Hogan Lovells International LLP“-ის (შემდგომში - Hogan Lovells) მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის და შესაბამისად, დოკუმენტაციის წარმოდგენას, მოგახსენებთ, რომ Hogan Lovells-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაუწია იურიდიული მომსახურება, რაც გამოიხატა ხელშეკრულებების პროექტების მომზადებითა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობით. ამასთან, Hogan Lovells იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე სამართლებრივ კონსულტაციებს უწევდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეკრულებების პროექტების საკვანძო სამართლებრივი საკითხების შესახებ და მოლაპარაკებების პროცესებთან დაკავშირებით.
ამასთან გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და ხელშეკრულების გაფორმება მოხდება მხარეების მიერ საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდგომ.
რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ შორის დადებული კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას წარმოგიდგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია,”- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პასუხში.
APM-მა სახელმწიფოს 2 წელზე მეტი ხნის წინ ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტი წარუდგინა, რომლის განხორციელებისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან საზღვაო ოპერატორისთვის დიდი ფართობის მიწის გადაცემაა საჭირო. პროექტის დეტალების შესახებ თავად APM-მა განცხადება 2020 წლის იანვარში გამოაქვეყნა:
"ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინა, მოიცავს მშენებლობისა და განვითარების ორ ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს 1,700 მეტრი სიგრძის მოლოსა და მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ზომებით 400მ. [სიგრძე] - 13.5მ. [სიღრმე]. აღნიშნულ ნავმისადგომს შეეძლება 9,000 TEU-მდე მოცულობის გემების მიღება და ის შექმნის ნაყარი ტვირთებისა და დამატებით 150,000 TEU-ს დამუშავების შესაძლებლობას. მეორე ეტაპით გათვალისწინებულია 300 მეტრი სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის აშენება, რომელზეც 3 თანამედროვე STS (გემი-ნავმისადგომი) ტიპის ამწე განთავსდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურის წყალობით გაორმაგდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო გამტარუნარიანობა და გადააჭარბებს 1 მილიონ TEU-ს წელიწადში," - ნათქვამია კომპანიის მიერ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2020 წელს APM-მა ფოთში 195 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, კომპანიის წმინდა მოგება კი 121 მილიონი ლარი იყო. ამ მოგებით, APM-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანიაა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი