ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებით ტენდერის მომზადებაზე მუშაობა შეჩერებულია და ის განახლდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა აღდგება.
“ანაკლიის პორტი კვლავინდებურად არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი. მას შემდეგ, რაც აღდგება ფრენები, აღდგება ეკონომიკური ატქივობა, ჩვენ კვლავინდებურად დავუბრუნდებით ანაკლიის ტენდერს. ჩვენ გვაქვს მყარი ვარაუდი, რომ ეს ტენდერი იქნება წარმატებული და რომ მოვიზიდავთ ინვესტორს. ამის პარალელურად განვითარდება ბათუმის ახალი პროექტი, ორი პროექტი რაც არის ფოთში დაგეგმილი და რომ ეს ინფრასტრუქტურა იქნება წარმატებული და ფინანსურად მდგრადი და მოემსახურება იმ გაზრდილ ნაკადებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ანაკლიაც აშენდება და ფოთიც აშენდება,”- განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, არ შეიძლება ერთმანეთთან სხვადასხვა საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტის “დაპირისპირება” მოხდეს და სახელმწიფოს პერსპექტივიდან ყველა ახალი პორტის არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს.
“ჩვენი ლოგისტიკური პოტენციალი იძლევა იმის საშუალებას, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ვიდრე ეს ვიღაცას წარმოუდგენია. ნამდვილად არ დაიყვანება ჩვენ მიერ ლოგისტიკური, სატრანსპორტო და შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ ერთ ან ორ პროექტამდე, ეს არასწორი ხედვაა.
არასწორია დაპირისპირება პორტებისა ანაკლია ან ფოთი. ასევე, არასწორია დაპირისპირება, მაგალითად, ფოთის ახალ პორტთან, რომელსაც APM-ი აშენებს და იმ პროექტს შორის, რომელსაც ფოთში აშენებს PACE ჯგუფი. ასევე, არასწორია დაპირისპირება ბათუმი ან ფოთი.
როდესაც ორი კონკურენტი ინვესტორი გარკვეულწილად, ბუნებრივ დაპირისპირებაშია შეიძლება მათ სხვადასხვა არგუმენტები მოიყვანონ, მაგრამ ამგვარი არგუმენტები საერთო ხედვიდან გამომდინარე, არ არის სწორი. საერთო ხედვიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა ჰქონდეს იმდენი პორტი, რამდენ პორტსაც ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი აიტანს,” - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან (ADC) დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად, 2020 წლის იანვარში მოშალა, რის საპასუხოდაც კონსორციუმი საარბიტრაჟო დავის წარმოებას გეგმავს. ADC ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებს და სახელმწიფოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.
თავის მხრივ, ფოთის პორტის ოპერატორმა APM Terminals-მაც განაახლა მისი საინვესტიციო პროექტი და არსებული მდგომარეობით, ფოთში $200-მილიონზე დიდი ინვესტიციით, ახალი ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი