ტყიბულის მაღაროების განვითარების საინვესტიციო დეტალური გეგმა ეკონომიკის სამინისტროს 2 თვის განმავლობაში წარედგინება, - ამის შესახებ BM.GE-ის „საქნახშირის“ მფლობელი კომპანია „ქოლ ოფ ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სოცკიმ განუცხადა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში „საქნახშირის“ მმართველი კომპანიის Steel International Trade Company-ის მენეჯერმა ალექსანდრე ჩოჩიამ BM.GE-ის განუცხადა, რომ კომპანიას საინვესტიციო გეგმა უწყებისთვის იანვრის ბოლოს უნდა წარედგინა, სწორედ ამიტომ დავინტერესდით თემის დეტალებით. როგორც ირკვევა, ინვესტორს გეგმა, ჯერჯერობით, მზად არ აქვს.
მმართველი კომპანია „ქოლ ოფ ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დეტალურ საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც მაღაროების განვითარების ტექნიკურ დეტალებს მოიცავს, მუშაობა გრძელდება.
„მაღაროების განვითარების საერთო გეგმა ჩვენ ეკონომიკის სამინისტროში გასულ წელს წარვადგინეთ, ხოლო დაზუსტებულ, დეტალურ გეგმაზე, რომელიც ტექნიკურ მონაცემებს მოიცავს და უშუალოდ მაღაროების განვითარების ეხება, ამ დროისთვისაც მიმდინარეობს მუშაობა. ეს ფასების, ციფრების და სამუშაობის ვადების დადგენას გულისხმობს და დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება", - განაცხადა სოცკიმ.
კითვაზე - რა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს ინვესტორი კომპანია ტყიბულის მაღაროების განვითარებისთვის, სოცკი ამბობს, რომ მას არ აქვს უფლებამოსილება, ეს გაასაჯაროოს.
რაც შეეხება იმას, რა მდგომარეობაა ახლა მაღაროებში და მიმდინარეობს თუ არ იქ მოპოვებითი სამუშაოები, მიხეილ სოცკიმ განაცხადა, რომ მაღაროებში მოპოვებითი სამუშაოები არც შეწყვეტილა.
„DMT-ის დასკვნაში არის მითითებული, რომ აუციელებლი იყო გარკვეული მექანიზმების შეკეთების აუცილებლობა, თუმცა იმის შესახებ, რომ მაღაროებში მოპოვებითი სამუშობი უნდა შეწყვეტილიყო, დასკვნაში არ იყო აღნიშნული, შესაბამისად, ყველა მაღაროში ქვანახშირის მოპოვება აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა მფლობელი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.
ტყიბულის მაღაროების მფლობელი კომპანიის მიერ საინვესტიციო გეგმის წარდგენასთან დაკავშირებით, BM.GE ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კომპანიამ პროცესის სირთულიდან გამომდინარე, საინვესტიციო გეგმის წარდგენის გადავადება ითხოვა.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი