საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ გაზრდილი მოთხოვნით მეორე მხრივ კი მშენებლობისთვის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული. გარდა ამისა, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში დაწყებული მიგრაციის გამო, უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა.
მომატებულია სამშენებლო ხარჯებიც, რაც უძრავი ქონების ფასს დამატებით ზრდის. სებ-ის დაკვირვებით უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია კაპიტალიზაციის ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაც, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის მიმზიდველობის საზომია.
როგორ ავირიდოთ თავიდან უძრავი ქონების სექტორში რისკები? - ამ საკითხზე "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსმა ირინა კვახაძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში მთავარი სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება და ფასის კორექციის გათვალისწინებაა.
„ამ წუთას ვერ ვხედავთ, რომ ბაზარი გადახურებულია, თუმცა ეს საყურადღებო ტენდენციაა. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ გასათვალისწინებელი იქნება, რამ განაპირობა ფასების ზრდა. ვიცით, რომ ფასზე გავლენას მიგრაცია ახდენს, მაგრამ არ ვიცით მოვლენები, როგორ განვითარდება.
მთავარია არასწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებები არ მივიღოთ და მიწოდება ისე მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს, რომ ფასის კორექცია არ იყოს გათვალისწინებული", - ამბობს კვახაძე და დასძენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სექტორი რისკის ქვეშ აღმოჩნდება, ეს რისკი ყველამ უნდა გაინაწილოს და ის ფაქტორები და მიზეზებ გაითვალისწინოს, რაც მაღალ ფასს ქმნის.
"თუ სექტორი რისკის ქვეშ აღმოჩნდა ის ყველამ უნდა გადაინაწილოს - ინვესტორებმა, დამფინანსებლებმა თუ კერძო ადამიანებმა, რომლებიც ამ მიმართულებას საინვესტიციო ინსტრუმენტად განიხილავენ", - ამბობს "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსი.
რაც შეეხება აღნიშნული სექტორის სუბსიდირებას, მისი მოსაზრებით სუბსიდია დროებითი გამოსავალია და ის თუ რაღაც ამოცანის ნაწილი არ არის, მნიშვნელოვან შედეგებს ვერ გამოიღებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი