მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონება თბილისში, როგორც ალტერნატიული სახლი „ომის ქვეყნების“ მოქალაქეებისთვის - მიგნება

მარიამ ასათიანი

RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი დირექტორი მარიამ ასათიანი უძრავი ქონების გაიაფებას არ ელოდება. „მოთხოვნა მიწოდებას აკმაყოფილებს. ჯერ ჭარბი მიწოდება არ გვაქვს“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა და ერთი ახალი მიგნებაც დაასახელა, რომელიც აქამდე არ შეუმჩნევიათ.

კერძოდ, როგორც მარიამ ასათიანი განმარტავს, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები ახალ უძრავ ქონებას მხოლოდ საქართველოს ბაზრის პოტენციური მოთხოვნის გათვალისწინებით აღარ აშენებენ.

„საქართველო პატარა ეკონომიკაა და ყველა ცდილობს, ბაზარი გაიფართოოს, მაგრამ აქამდე სამშენებლო სექტორი საკითხს ასე არ უყურებდა - აშენებდა იმდენს, რამდენსაც ადგილობრივი მოთხოვნა აითვისებდა.

ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ტენდენციიდან გამომდინარე, ერთი მიგნება გვაქვს, რაც ალბათ რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტის და მიგრანტების მხრიდან უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნის გამოძახილია - დეველოპერებისთვის ეს იყო კარგი მანიშნებელი, რომ უძრავი ქონება მხოლოდ ლოკალური პროდუქტი არ არის.

ახლა, როცა უცხოელების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა ანუ ამ „ომის ქვეყნების“ მოქალაქეებისთვის ალტერნატივა გახდა საქართველო, არა როგორც ტურისტული ქვეყანა, ან საინვესტიციო, არამედ ალტერნატიული სახლი, სადაც შეიძლება, გაერიდო შენს ქვეყანაში მოცემულ სიტუაციას.

ამ ვითარებაში, დეველოპერებმა საზღვარგარეთ გაყიდვები გაზარდეს, რაც მიწოდების დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს. ამდენად, ამ ფაქტორის გამოც, გაიაფებას არ ველოდები“, - ამბობს მარიამ ასათიანი.

რამდენი უცხოელი ყიდულობს საქართველოში საცხოვრებელ უძრავ ქონებას ყოველწლიურად და როგორია ქვეყნების გეოგრაფია, ამ მონაცემებს BMG საჯარო რეესტრიდან გამოთხოვს და ინფორმაციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

"გამყიდველი დომინანტის სტატუსს ინარჩუნებს" - რა ტიპის უძრავი ქონებაა დეფიციტური ბაზარზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები