მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ქართულმა კომპანიებმა ვაჭრობა LSE-ზე

5e90a0d78ebd0
ლევან თაღიაშვილი
10.04.20 20:36
1165
გასული 1 კვირა წარმატებული გამოდგა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ოთხივე ქართული კომპანიისთვის, რადგან ყველა მათგანის აქციის ფასი გაიზარდა.

BGEO-ს ზრდა 18% იყო, CGEO - 30%, GHG -23%, TBCG კი - 24%. რაც შეეხება გარიგებების ღირებულებას, "საქართველოს ბანკის" ფასიან ქაღალდებზე დადებულმა გარიგებების ღირებულებამ 4.2 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა, Georgia Capital-ის შემთხვევაში ეს რიცხვი 1.4 მილიონი იყო, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 69 ათასი ფუნტი, "თიბისი ბანკის" აქციებზე კი 2.4 მილიონი ფუნტის გარიგებები განხორციელდა.



1 წლის ჭრილში ოთხივე მათგანის აქციის ფასები თითქმის განახევრებულია და შესაბამისად 42,49,51 და 48%-ითაა დაკლებული.


ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად LSE-ზე კვლავ "საქართველოს ბანკი" გვევლინება 488 მილიონი ფუნტით, Georgia Capital 217 მილიონი ღირს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" 131 მილიონი, "თიბისი ბანკი" კი 446 მილიონი ფუნტ სტერლინგი.