მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა ქართულმა კომპანიებმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე

5daad96253859
ლევან თაღიაშვილი
19.10.19 21:00
1352
გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, დადებითად ვაჭრობა მხოლოდ "თიბისი ბანკმა" დაასრულა, დანარჩენი კომპანიების აქციები კი გაუფასურდა.

"საქართველოს ბანკის" 311 ათასი აქცია გასხვისდა 4.2 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 155 ათასი 1.5 მილიონ ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 136 ათასზე მეტი აქცია გაიყიდა 254 ათას ფუნტად, "TBC Bank"-ს რაც შეეხება, მის 337 ათას ფასიან ქაღალდზე დაიდო გარიგება 4.1 მილიონ ფუნტად.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, LSE-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიებიდან "თიბისი ბანკია" 690 მილიონი ფუნტ სტერლინგით, შემდეგ მოდის "საქართველოს ბანკი" 648 მილიონით, Georgia Capital 365 მილიონით და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" 260 მილიონით.

1 იანვრიდან დღემდე 4-ივე ქართული კომპანიის აქციები გაუფასურებულია. "საქართველოს ბანკის" აქციები - 4.21%-ით, "Georgia Capital"-ის 2.64%-ით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" – 2.94%-ით, "თიბისი ბანკის" კი ყველაზე მეტი - 17.85%-ით.