მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ეხმარება ევროკავშირი COVID-19-ით დაზარალებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს?

5e8381266c47e
მარიამ ადამია
31.03.20 23:00
1509
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ევროკავშირმა უკვე მიიღო გარკვეული ზომები, მათ შორის მაგალითად ბიუჯეტით გათვალისწინებულია სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომელიც მოხმარდება კომპანიების მხარდაჭერას, ანუ მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება დღეს. პროცესებში ჩართულია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი და მსხვილი ბიზნესი, რომლებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა რომ თანხები გამოყონ და სხვას დაეხმარონ. უახლოეს დღეებში კი, მილიარდი ევროს გადამისამართება მოხდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროპის საინვესტიციო ფონდში, როგორც გარანტია ბანკების სტიმულირებისთვის, რომ დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესს -სექტორს, რომელსაც პანდემიამ ყველაზე მეტად დაარტყა.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ 100 ათასი ბიზნესი დაახლოებით 8 მილიარდი ევროს ფინანსებზე მიიღებს წვდომას. მათ ასევე დროებით შეუჩერდათ სასესხო ვალდებულება, ამრიგად, ბანკებსა და სხვა შუამავლებს ეკისრებათ ყველაზე დიდი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის ბიუჯეტის გარანტიით უზრუნველყოფილ სესხებთან. გარდა ამისა, ევროპული საინვესტიციო ბანკი შეეცდება საკუთარი ანგარიშიდან 10 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი ინვესტიციის მოზიდვას მცირე და საშუალო ბიზნესისს მხარდასაჭერად.

ევროკომისია ასევე განიხილავს კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, რომელიც გათვალისწინებულია პოლიტიკის წესების შესაბამისად, რაც წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ სახსრები კრიზისთან დაკავშირებული საქმიანობის დასაფინანსებლად. ეს გადაწყვეტილება ქვეყნებს უფრო მეტი მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს ფინანსური რესურსების გადანაწილების თვალსაზრისით.

მიღებული ზომები მიზნად ისევ და ისევ მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას და იმ კრიზისის შემსუბუქებას ისახავს, რომელიც პანდემიის შედეგად მიადგა ბიზნესს. მიზნებს შორის არის ასევე ინვესტიციების გაძლიერებაც.
გარდა ამისა, ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 140 მლნ ევროს გამოუყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხა გადაეცემა - სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. თანხის ნაწილი კი, მიმართული იქნება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე.