მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გააკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო გენერიკული მედიკამენტების გამოწერის ახალ წესს?

624c00f8d2f94
მარიამ ვარადაშვილი
05.04.22 12:49
529

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გენერიკული დასახელების მედიკამენტების გამოწერის პროცესი გაკონტროლდება, დარღვევის შემთხვევაში კი სამინისტრო შესაბამის სანქციებს გამოიყნებს. 

საქართველოში 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება: ფარმაცევტი მომხმარებელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გენერიკული მედიკამენტების "პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. ამ ეტაპზე სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება. აზარაშვილი ამბობს, რომ ცვლილების ამოქმედების შემდეგ ექიმი რეცეპტში აქტიურ ნივთიერებას მიუთითებს მაგალითად, იბუპროფენს, ხოლო პაციენტს აფთიაქში "იბუპროფენის" შემცველ ყველაზე იაფ სამ მედიკამენტს შესთავაზებენ. 

“11 აპრილიდან ექიმი სავალდებულოდ გამოწერს გენერიკულ მედიკამენტს წინასწარ განსაზღვრული “პოზიტიური სიიდან” ყველაზე იაფ სამ მედიკამენტს. რისკი იმისა, რომ ექიმმა მიკერძოებულად გამოწეროს რეცეპტი, გამორიცხულია. ელექტრონული რეცეპტის მიღმა თუ რამე ზეპირ რჩევას მისცემს (ექიმი პაციენტს) ეს(რისკი) შეიძლება დარჩეს. ამის მიუხედავად ფარმაცევტი მაინც ვალდებულია, შესთავაზოს პაციენტს გამოწერილი რეცეპტის მიხედვით ყველაზე იაფი სამი მედიკამენტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ეს ორი საკითხი ერთმანეთს გადააზღვევს. ამას გარდა, საკმაოდ მძლავრი ანალიტიკა გვაქვს, რისი საშუალებითაც ვხედავთ, რა გამოწერა ექიმმა და რა გასცა ფარმაცევტმა. ამ ანალიტიკის მიხედვით კარგად გამოჩნდება, თუ ვინმე არაკეთილსისნდისიერად რამეს გააკეთებს”,-ამბობს აზარაშვილი.