მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაიზარდა ევროპის უმდიდრესი ადამიანის ქონება ერთ დღეში $ 5,1 მილიარდით

5da3551633a8b
მიხეილ ხაჩიძე
14.10.19 01:00
638

ფრანგი ბიზნესმენის, კომპანია LVMH– ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის ბერნარ არნოს ქონება მხოლოდ ერთ დღეში 5.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Forbes-ის მდიდრების რეიტინგში მესამე პოზიციაზე მყოფი ევროპელი მილიარდერის შემოსავლების ზრდის მიზეზად ბიზნეს-გამოცემები მსოფლიოში ფუფუნების საგნების ყველაზე დიდი მწარმოებლის გაზრდილ გაყიდვებს ასახელებენ. LVMH ჰოლდინგმა, რომელიც მთლიანობაში 75 ბრენდს, მათ შორის Christian Dior-სა და Veuve Clicquot -ს ფლობს, მესამე კვარტალში გაყიდვების 17%-იანი მატება აჩვენა. 

 



პარიზულ კონცერნ LVMH-ს მნიშვნელოვანი ზრდა უფიქსირდება მსოფლიოში, მათ შორის აზიაშიც, მიუხედავად ჰონგ კონგის მასშტაბური საპროტესტო აქციებისა, რომელიც ძვირადღირებული საგნების გლობალური ბაზრის 5%-დან 10% -ს შეადგენს. ამ კვარტალში, LVMH-ის გაყიდვები აზიის მასშტაბით, იაპონური ბაზრის გამოკლებით, 12%-ით გაიზარდა. ფრანგულ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მისი კოსმეტიკური სეგმენტი სწრაფად ფართოვდება ასევე ჩინეთშიც. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში LVMH-მ პირველი Sephora მაღაზია ჰონგ კონგში გახსნა. 



გავლენიანი ბიზნეს გამოცემების ცნობით, LVMH–ის გაზრდილი გაყიდვები დადებითად აისახა აქციების ფასზეც, რომელიც 5.6%-ით გაიზარდა. ამ დროისათვის ფრანგი ბიზნესმენის ქონება 99.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში ჯეფ ბეზოსისა და ბილ გეითსის შემდეგ, მესამე ადგილზეა. 

 



ბერნარ არნო 1989 წლიდან, კომპანია LVMH–ს ხელმძღვანელობს, რომელიც ფუფუნების საგნების წარმოებასა და გაყიდვაში, ლიდერია. უკანასკნელ წლებში, ის ევროპულ ინტერნეტ–ბიზნესშიც ჩაერთო.




აღსანიშნავია, რომ ფრანგი მილიარდერი ქველმოქმედებით აქტიურად არის დაკავებული. „ლუი ვიტონის“ დამფუძნებელმა ბერნარდ არნომ ცოტა ხნის წინ, ხანძრის შედეგად დაზიანებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონი ევრო გამოყო.

 

ბერნარ ეტინე ჟან ანრო 1949 წლის 5 მარტს საფრანგეთ-ბელგიის საზღვართან ახლოს, ქალაქ რუბესთან, პატარა ფრანგულ დასახლება კრუაში დაიბადა. მამამისი ჟან ანრო სამხედრო მოსამსახურეების შთამომავალი იყო. მომავალი ოლიგარქის დედაც, ასევე შეძლებული ოჯახიდან იყო.