მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ განაწილდება კოვიდ ვაქცინა ღარიბ ქვეყნებზე

5fd2584b2c0b3
თათია კაკიაშვილი
11.12.20 00:15
2033
მდიდარი ქვეყნები კოვიდის ვაქცინების დოზებს შეინახავენ, რითაც ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებ ხალხს ვაქცინაზე წვდომის შესაძლებლობა ნაკლებად ექნებათ - განცხადებას სახალხო ვაქცინების ალიანსში აკეთებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბალი შემოსავლის მქონე 70 ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ 10-დან მხოლოდ ერთი პირის ვაქცინაცია მოახერხოს. ეს კი Oxford-AstraZeneca დაპირების მიუხედავად მოხდება, რაც დოზების 64%-ის განვითარებად ქვეყნებისთვის მიწოდებას გულისხმობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღემდე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის სამართლიანად განაწილდეს. სახალხო ვაქცინების ალიანსში კი აცხადებენ, რომ ვაქცინა საკმარისი არ არის და მოუწოდებენ ყველა ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლებიც Covid-19 ვაქცინებზე მუშაობენ, მეტი დოზის მისაღებად თავიანთი ტექნოლოგია გააზიარონ, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიოს ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც შედარებით მოწყვლად ჯგუფებშია.

BBC-ის ინფორმაციით, ალიანსის ანალიზმა აჩვენა, რომ მდიდარმა ქვეყნებმა საკმარისი დოზები შეიძინეს მოსახლეობის სამჯერ აცრისთვის, თუ ყველა ვაქცინა გამოყენებისთვის დამტკიცდება. მაგალითად, კანადამ მოსახლეობის 5-ჯერ ვაქცინაციისთვის შეუკვეთა დოზები.

მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ქვეყნები მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 14%-ს წარმოადგენენ, მათ დღემდე ყველაზე პერსპექტიული ვაქცინების 53%-ი შეიძინეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული Covid ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია AstraZeneca-მ აიღო ვალდებულება, რომ განვითარებადი სამყაროსთვის მისი ვაქცინა არაკომერციული გზით გახდება ხელმისაწვდომი. როგორც ცნობილია, ეს ვაქცინა სხვებზე იაფია და მისი შენახვა მაცივრის ტემპერატურაზე შეიძლება, რაც ვაქცინის მთელ მსოფლიოში გავრცელებას ხელს შეუწყობს. თუმცა, ბუნებრივია, რომ ერთ კომპანიას მთელი მსოფლიოსთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინის მიწოდება არ შეუძლია.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა უკვე დამტკიცებულია დიდ ბრიტანეთში და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის ვაქცინაციაც დაწყებულია. სავარაუდოდ, ის მალე აშშ-სა და ევროპაშიც დამტკიცდება მარეგულირებელი ორგანოების მიერ, ხოლო შედარებით შეჭირვებულ ქვეყნებს ვაქცინაციის დასაწყებად დრო დასჭირდება.
ასევე, რიგ ქვეყნებში კიდევ ორი, Moderna–ს და Oxford-AstraZeneca–ს ვაქცინა ელის დამტკიცებას.