მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იზომება „აწარმოე საქართველოში“ პროექტების ეფექტიანობა?

6463284c13872
ელენე გოგბერაშვილი
15.05.23 23:00
1562
სტატიაში საუბარია:
„ყოველ დახარჯულ 1 ლარზე გადასახადის სახით ბიუჯეტში ბრუნდება ორჯერ მეტი, ასევე თითოეული თანადაფინანსებული ლარი ახდენს 17 ლარის ინვესტიციის სტიმულირებას“- ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი bm.ge-სთან პროგრამის ეფექტიანობაზე საუბრისას აცხადებს.

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წელს დაიწყო. ამ დროისთვის, ბიზნესის განვითარების, ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში 10 000-მდე პროექტია დაფინანსებული.

„2022 წლიდან დანერგილი გვაქვს ეკონომიკური შეფასება ჩვენი ყველა პროგრამის, რომელშიც შედის როგორც ექსპორტის მიმართულება, ასევე ინვესტიციების მიმართულება და მეწარმეობა. ვზომავთ დაახლოებით 100 მაჩვენებელს, რასაც წელს დაემატება კიდევ 100 მაჩვენებელი, რაც ყველაზე მთავარია, ამის გაზომვა მოხდება ე.წ ლაივ რეჟიმში.

ჩვენ გვექნება სპეციალური ონლაინ პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შევიდეს და ნახოს სახელმწიფოსგან დახარჯულ თითოეულ ლარს ჩვენი პროგრამებით რა სარგებელი მოაქვს ეკონომიკურად ქვეყნისთვის. პირველი ეს არის, რომ ყოველ დახარჯულ 1 ლარზე გადასახადების სახით ბრუნდება ორჯერ მეტი, ასევე თითო თანადაფინანსებული ლარი ახდენს 17 ლარის ინვესტიციის სტიმულირებას ანუ ჩვენ რომ ვხარჯავთ 1 ლარს ბანკის სახით, სხვადასხვა ინსტიტუტების და თვითონ მეწარმის მხრიდან ხდება 17-ჯერ მეტი ინვესტიციის დამატება“,-აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

რაც შეეხება ე.წ „გაფუჭებული“ პორტფელის ზომას, ხიდურელის თქმით, მისი წილი მთლიან პორტფელში ბანკებთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია.

„გაფუჭებული საბანკო სესხების პროცენტი არის 4%, ჩვენი არის 2%. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2-ჯერ ნაკლებია ბანკებთან შედარებით „აწარმოეს“ დაფინანსებულ პროგრამებში გაფუჭებული სესხების წილი“,-აცხადებს ხიდურელი.

მისი განმარტებით, პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილებას იღებს ბანკი და ამ პროცესში სააგენტო არ მონაწილეობს. რაც შეეხება კერძო სექტორში ცოდნის ნაკლებობას, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ სააგენტო რეგიონებში წარმომადგენლობების გახსნას გეგმავს.

„ რეგიონებში წელს ვხსნით 2 ე.წ განვითარების ჰაბს. ეს იქნება ერთგვარი „აწარმოე საქართველოს“ ფილიალი, სადაც ჩვენ შევძლებთ ადგილობრივად ვიყოთ ე.წ მეწარმის ძიძა, დავეხმაროთ ყველა იმ საკითხში, რომელიც სჭირდება და ამისთვის მეწარმეებს რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღმოვფხვრით ცოდნის პრობლემას, ინფორმირების პრობლემას. ეს არის ის პროდუქტი, რომლითაც დიდი ბრიტანეთი აქტიურად სარგებლობს და უკვე საქართველოშიც დაინერგება“,-აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები