23.მარტი .2020 16:07

როგორ შეამცირებს "ნენსკრა ჰესი" იმპორტირებულ ელექტროენერგიას?

views 325
უკან

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება 9.9%-ით გაიზარდა და მილიარდ 149 მილიონ 234 ათასი კილოვატი საათი შეადგინა.

გაზრდილი მოხმარების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი მოცულობის იმპორტირებული რესურსი გახდა საჭირო. კერძოდ, თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და 312 მლნ 037 ათასი კვტ.სთ შეადგინა. ამ პერიოდში რუსეთიდან 132 მლნ 617 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, აზერბაიჯანიდან კი - 179 მლნ 420 ათასი.

თვალსაჩინოებისთვის, თუ რა გავლენა აქვს ადგილობრივი ელექტროსადგურების მშენებლობას ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსზე, BM.GE ნენსკრა ჰესის მაგალითზე სტატისტიკას გაგაცნობთ - ამ ობიექტის განმახორციელებელი კომპანიის "ნენსკრა ჰიდროს" მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს ობიექტი ექსპლოატაციაში რომ ყოფილიყო, წლიურად ამ სადგურს ელექტროენერგიის იმპორტის 48.3 პროცენტით შემცირება შეეძლო.



კერძოდ, იანვარში, "ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური" იმპორტის 49.1%-ით შემცირების საშუალებას იძლევა, თებერვალში - 59%-ით, მარტში - 41.6%-ით, სექტემბერში - 45.2%-ით, ოქტომბერში - 33%-ით, ნოემბერში - 21%-ით, დეკემბერში კი 42%-ით.

შეგახსენებთ, რომ "ნენსკრა ჰესის" საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს და მისი დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა