მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვალა COVID-19-მა საქართველოს იმპორტის შემადგენლობა - ტოპ 10 პროდუქტი

5f3e1db24c161
შოთა ტყეშელაშვილი
20.08.20 10:45
959
საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქვეყანაში იმპორტი 17.6%-ით შემცირდა და მან $4.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში 10 ძირითადი დასახელების საიმპორტო საქონლიდან 7-ის იმპორტი შემცირებულია. მათ შორის ყველაზე მკვეთრად - 37.1%-ით იკლო მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა. 

2020 წლის პირველ 7 თვეში საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლის რეიტინგი:



1. მსუბუქი ავტომობილები - $383 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -37.1%;



2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $290.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.9%;



3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $278.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -31.1%;



4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $168.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11%;



5. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა (ბუნებრივი აირი) - $168.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11%;



6. სატელეფონო აპარატები (სმარტფონები) - $87.1 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.6%;



7. ხორბალი და მესლინი - $49.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 2.3%;



8. ძვირფასი ლითონების მადნები - $39.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1,857% (2019 წელს ეს საქონელი მხოლოდ უმნიშვნელო მოცულობით შემოვიდა);



9. 
სატვირთო ავტომობილები - $39.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1%;



10. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - $36.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5.4%;



11. სხვა დანარჩენი საქონელი - $2.7 მილიარდი დოლარი, კლება წინა წელთან 15.9%. 

ქვეყანაში იმპორტის შემცირება ეკონომიკაში მოსალოდნელი შემოსავლების შემცირებით და ლარის გაუფასურებით არის განპირობებული.