მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა უნაღდო ხარჯვის ტემპი სექტორების მიხედვით - TBC Capital-ის მიმოხილვა

5f52178b17636
ვიქტორია მღებრიშვილი
04.09.20 20:20
895
„თიბისი კაპიტალის“ კვირის მიმოხილვის მიხედვით, უნაღდო დანახარჯები გართობაზე გაზრდილია წინა კვირასთან შედარებით, ხოლო ფიტნესზე დანახარჯების ზრდის ტემპი კიდევ ერთხელ გახდა დადებითი.

• ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 25-31 აგვისტოს პერიოდში წელი წელთან +11% შეადგინა;

• გართობაზე დანახარჯები წინა კვირასთან შედარებით გაზრდილია და ცვლილებამ წელი წელთან შედარებით -25% შეადგინა;

• ხოლო ფიტნესზე უნაღდო დანახარჯების ზრდა კიდევ ერთხელ გახდა დადებითი და 25-31 აგვისტოს პერიოდში ცვლილებამ 14% შეადგინა;

• სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა და ცვლილებამ წელი წელთან შედარებით +41% შეადგინა;

• გასული კვირა შედარებით სუსტი იყო უნაღდო დანახარჯებისთვის ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე და წლიურმა ცვლილებამ 29% შეადგინა, წინა კვირის 35%-თან შედარებით;

• წინა კვირასთან შედარებით, მცირედით გაიზარდა ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი და +21% შეადგინა;

• პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპი კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა და +43% შეადგინა, ხოლო სხვა სამომხმარებლო საქონელზე ხარჯვის წლიური ზრდა კვლავ ნეგატიურია და -7%-ია;

• მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯები შემცირებულია (წ/წ+5%) წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით (წ/წ+19%);

•25-31 აგვისტოს პერიოდში საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად -4%-ით შემცირდა;

აღსანიშნავია, რომ ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯები წინა კვირასთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა და მიმდინარე კვირაში და წელი წელთან შედარებით +35% შეადგინა.