მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-5 დეველოპერი ფართობის მიხედვით, რომლებმაც თებერვალში მშენებლობის ნებართვები მიიღეს

ნებართვები

2024 წლის იანვარ-თებერვალში თბილისში სამშენებლო ნებართვა 222 000 მ²-ის ფართობზე აშენებაზე გაიცა.

თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების თებერვლის მიმოხილვის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ნებართვა მიღებული ასაშენებელი ფართის მოცულობა წლიურად 59%-ით გაიზარდა.

მიმოხილვაში ნებართვა მიღებული საერთო ფართობის მიხედვით TOP-5 პროექტის რეიტინგიც არის წარმოდგენილი. ესენია:

  • შპს ელთ დეველოპმენტი, რომელიც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ისანში აშენებს და მის პროექტში 30.2 ათასი მ²-ის ფართობი საცხოვრებელია, 2 ათასი მ² - კომერციული ფართია, 26.7 ათასი მ² კი სხვა ტიპის ფართია.
  • შპს მატიანი ბიოგრაფისგან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლს დიდუბეში, წერეთლის გამზირზე შენდება. პროექტში 18.6 ათასი მ² საცხოვრებელია, 6.4 ათასი მ² კომერციული, 23.7 ათასი მ² კი სხვა ფუნქციის;
  • შპს დიდი დიღომი რეზიდენსი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, დიდი დიღომი. ამ პროექტში 16 ათასი მ² საცხოვრებელია, 11.3 ათასი მ² კი სხვა დანიშნულების;
  • შპს გრინ პარკ დეველოპმენტი მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლს დიდ დიღომში ააშენებს, სადაც საცხოვრებელი ფართობი 5.7 ათასი მ²-ია, 4.5 ათასი მ² კი სხვა დანიშნულების; კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი "რუმ დეველოპმენტია".
  • შპს უნ 1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლს ვაკეში ააშენებს, სადაც 7.5 ათასი მ² საცხოვრებელი ფართობია, 2.2 ათასი კი სხვა ტიპის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები