მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება შეინარჩუნოს მიმზიდველობა შუა დერეფანმა? - ირაკლი ცანკაშვილის მოსაზრება

63cfca009d698
თინათინ ნატმელაძე
24.01.23 20:04
696
გასულ წელს საქართველოს დერეფანი ყოველდღიურად 1300-ზე მეტი ტრაილერს ატარებდა. “Logistic Solutions”-ის დამფუძნებელმა, ირაკლი ცანკაშვილიმა გადაცემა „საქმიანი დილაში"თქვა,რომ ეს მაჩვენებელი უკრაინაში მიმდინარე ომისგან გამოწვეულმა შედეგებმა განაპირობა, რადგან ტვირთმფლობელების ძალიან დიდი ნაწილი იძულებული გახდა, ტვირთები საქართველოს გავლით შუა დერეფანში გადაემისამართებინათ.

„ტვირთბრუნვა ნამდვილად ძალიან გაზრდილია, თუმცა ეს ჩვენი კორიდორის საინტერესოობას არ გამოუწვევია, აღნიშნულის მიზეზი ის სამწუხარო გარემოებებია, რაც უკრაინაში ხდება. როგორც კი უკრაინის ომი მორჩება, ჩვენ ამ ტვირთს დავკარგავთ, რადგან საქართველოში ძალიან მაღალი ტარიფებია - გზადსარგებლობის საფასური, საპორტო ტარიფები, ტვირთის გადამუშვების ტარიფები და ა.შ. აქ, ასევე საუბარია საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამართვაზე, ეს კორიდორი უფრო მეტი ტვირთის გატარებას შეძლებდა ამისთვის მზად რომ ვიყოთ, ამ ეტაპზე კი გვაქვს მხოლოდ ერთი ფოთის პორტი, რომელიც ძალიან გადატვირთულია და ტვირთნაკადის მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს, ბათუმის პორტი კი მასზე პატარაა და აქ დამატებითი პრობლემებია.

ამ შუა დერეფანში ჩვენ მარტო არ ვართ, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ დერეფანი, რომლისგანაც ქვეყანამ დიდი შემოსავალი შეიძლება მიიღოს. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ის იძულებითი ტვირთნაკადი, რომელიც გადმოერთო ჩვენს კორიდორზე, მაქსიმალური პროცენტულობით შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა ირაკლი ცანკაშვილმა.

მისივე ცნობით, დერეფნის გამართვა შესაძლოა როგორც სახელმწიფო ისე კერძო ინვესტიციებით მოხდეს, თუმცა კერძო ინვესტორი უნდა ხედავეს პერსპექტივას, რომ აქედან უკუგებას თავადაც მიიღებს.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, დეკემბერში, სატვირთო ავტომობილების მფლობელებმა გზის სარგებლობისთვის ბიუჯეტში 15.9 მლნ ლარის გადასახადი გადაიხადეს. ერთი მხრივ, შუა დერეფანში ტვირთების გაზრდილი ნაკადის და მეორე მხრივ, ივნისიდან გადასახადის 200-დან 350 ლარამდე გაზრდამ, გზათსარგებლობიდან შემოსავლები ისტორიულ ნიშნულამდე - 128 მლნ ლარამდე გაზარდა. სწორედ ამ მოცულობის თანხა შევიდა ბიუჯეტში ტრაილერების გატარებიდან. 2021 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ ნაკლები იყო, მხოლოდ 66,4 მლნ ლარს შეადგენდა.