მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა დასტაბილურდეს ლარი - ლაშა პაპაშვილის შეფასება

5ebc160d9ff59
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.20 21:00
2012
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი თავისი 30-წლიანი ბიზნესაქმიანობიდან გამომდინარე BMG-ს გადაცემა „საქმის კურსში“ ქვეყნის ეკონომიკისთვის ლარის სტაბილურობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობამ მოვლენების სწორი შეფასება უნდა გააკეთოს და ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული რესuრსები ეროვნული ვალუტის სტაბილურობისკენ მიმართოს.

„უკვe პრესითაც გავრცელდა და მთავრობამაც დაადასრტურა, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო დაფინანსების შესახებ 3.5 მლნ დაანონსდა, უკვე მიღწეულია შეთანხმება და ეს მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული ლარის კურსის სტაბილურობისთვის. მერე ვნახავთ როგორ დაჯდება ბალანსი.

ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ათწლეულების განმავლობაში იყო ჭარბი იმპორტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ექსპორტი ადეkვატურ შესაბამისობაში ვერ მოჰყავდა, ამიტომ ახლა როდესაც მნიშვნელოვნად შემცირებულია იმპორტი, ასევე განუზომლად დაბალი ფასებია ენერგომატარებლებზე, არავინ იცის, უნდა დავაკვირდეთ და ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ლარს. სხვაგვარად გამოსვლა ძალიან გაჭირდება.

ჩემი 30-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა მთავრობა მუშაობს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პრიორიტეტია ყველგან, მაგრამ საბოლოოდ ბალანსი დაახლოებით 3.5-ჯერ ჭარბობს... ვერ არის მიღწეული, ეს გამომდინარე იქიდან რომ ჩვენს ძირითადად ენერგომატარებლებზე გვიწევს ეს ხარჯი, სულ არის ამის იმპორტი და ასევე მრავალი სახის პროდუქციაზე, ჩვენით ვერ ვახერხებთ წარმოებას და ეს არის ფაქტი, დღემდე გადაუჭრელია ეს პრობლემა. იმპორტის შემცირება და ექსპორტის ხელშეწყობა, ან ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლება, მე რაც მახსოვს, დღის წესრიგში დგას ყველა მთავრობის პირობებში“, - ამბობს ბიზნესმენი.

ლაშა პაპაშვილი ეროვნული ბანკის მიმართ თავისი სკეპტიკური განწყობის მიუხედავად აცხადებს, რომ ახლა ერთმანეთის მხარში დგომის დროა.

„მე ეროვნული ბანკის მიმართ სულ კრიტიკულად ვიყავი, კონკრეტულად ლარის კურსთან მიმართებაშიც სულ მეტ ინტერვენციას ვითხოვდი. დღეს მგონია, რომ ამგვარი მიდგომის დრო არ არის. ისეთი შეცვლილი გარემოებებია, რომ იმ კუთხით რაიმეს მოთხოვნა ძალიან რთული იქნება. ახლა უბრალოდ ურთიერთმხარდაჭერა გვინდა, მე ვთხოვდი სახელმწიფო მოხელეებს, რომ მაქსიმალურად მოქნილები იყვნენ ბიზნეს საჭიროებების და მათი ამოცანების გადასაჭრელად, ბიზნესს კი მაქსიმალურად მხარში დაუდგეს სახელმწიფოს. ახლა არ არის ამისი დრო, თუმცა ხაზგასმით უნდა დაიხარჯოს... ის კონსერვატორული მიდგომა რომ ინტერვენციები არა, მე მგონი, ამაზე ეროვნული და ზოგადად მთავრობა ჩამოყალიბებულია რომ რაც ეკონომიკას გამოიყვანს ახლა მდგომარეობიდან, ეს არის მყარი ლარის კურსი“, - განმარტავს პაპაშვილი.