მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში?

626a550a57b68
თათია ჩაფიჩაძე
30.04.22 19:40
1143
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, სახელმწიფო ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების მიზნით საწარმოებში არსებულ დარღვევების გამოსწორებაზე აქტიურად იმუშავებს.

როგორც ბითაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამჟამად 50-მდე ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 23 რუსთავში მდებარეობს. ყველა მათგანში მნიშვნელოვანი დარღვევებია გამოვლენილი, რომლის გამოსწრებისთვის მათ გონივრული ვადები მიეცემათ.

„პროცესი გააქტიურებულია, სახელმწიფო ნება ახალ საფეხურზეა ასული. ერთია რომ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები რაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადთან ერთად უფრო აქტუალური ხდება და მეორეა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა.

საქართველო არც თუ ისე ინდუსტრიული ქვეყანაა მაგრამ გვაქვს ძალიან მწვავე წერტილები, მათ შორის ქალაქი რუსთავი, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ზღვარზე გვაქვს, როგორც საწარმოო პროცესის შედეგად მავნე ნივთიერებების გაფრქვევის, ასევე ამტვერების ნაწილში.

ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გეგმიური საზედამხედველო ინსპექტირება გაგვეაქტიურებინა და ასევე ვიყოთ ჩართულები პარალელური მონიტორინგის სისტემაში. 23 საწარმოა შემოწმებული, ყველგან გვაქვს სანებართვო პირობების დარღვევა, ის რომ ჩვენ 2021 წლის ზაფხულში მივიღეთ გარემოს დაცვითი ზიანის კანონი და მისგან გამომდინარე ცვლილებები ატმოსფერული ჰაერის კანონში, ამან გამოიწვია მხოლოდ ის, რომ თვით მონიტორინგის სისტემები დაამონტაჟეს საწარმოებმა. გვაქვს ინსტრუმენტული გაზომვა, როცა ხელით ზომავ და მეორე თვით მონიტორინგი რომელიც მუდმივად გადასცემს უწყებას რა გაიფრქვევა ჰაერში. ამის დაყენებამ გვანახა, რომ საწარმოთა უმრავლესობას საწარმოთა ციკლი არ აქვთ, შესაბამისად აზრს მოკლებულია რომ მხოლოდ მონიტორინგის სისტემა იყოს.

ბიზნესი არ ხვდება აღფრთოვანებით თუმცა ესმით რამდენად მნიშვნელოვანია ფილტრაციის სისტემის მოწესრიგება, ამ კომპანიებს დაწყებული აქვთ საწარმოო ციკლისთვის საჭირო ტექნოლოგიური ციკლის შესყიდვა. ეს საკმაოდ ძვირი პროცესია, თანხმები არ არის პატარა, თუმცა ეს მათთვის ახალი არ არის, ეს აქამდეც ასე უნდა ყოფილიყო, უბრალოდ სახელმწიფო ნება ახლა სხვანაირია.

დაჯარიმების შემდეგ ზედამხედველობის ორგანო განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, ეს არის გეგმა-გრაფიკი, რა დროშიც უნდა მოწესრიგდეს. გამომდინარე იქიდან რომ მხოლოდ ერთ რამეზე არ ვართ დამოკიდებული და მათ ციკლი უდა ააწყონ იქნება გარდამავალი პერიოდები. ერთი მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ეს არის ორმხრივობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, სახელმწიფომ იცის რომ ბიზნესს არ დაახრჩობს, ამის სურვილი არ გვაქვს, ბიზნესმა უნდა იმუშაოს განსაკუთრებით გეოპოლიტიკურ და პოსტპანდემიურ სიტუაციაში, ეს მნიშვნელოვანია, დასაქმებულები მნიშვნელოვანია, მაგრამ ბიზნესმა უნდა შეიცვალოს ქცევა რისი ნათელი მაგალითი უკვე გვაქვს.“ - განაცხადა ბითაძემ.