2020 წლის პირველ 2 კვირაში საქართველოს საფონდო ბირჟაზე, განსხვავებით უცხოური ბირჟებისგან, მხოლოდ 1 აქტივობა დაფიქსირდა და შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" 2 ობლიგაცია გასხვისდა 2093 დოლარად.
26 დეკემბერს ვაჭრობიდან მოიხსნა „მისო კრისტალის“ ობლიგაციები. როგორც ბირჟის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ვიგებთ, ამის მიზეზი ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ვადის დასრულება იყო.
გარდა ამისა, სს „ევექსის ჰოსპიტლების“ მიერ გამოშვებული 5-წლიანი ფასიანი ქაღალდები დაეშვა ბირჟაზე, რომლის ჯამური ღირებულებაც 50 მილიონი ლარია და ის B კატეგორიაში იქნება განთავსებული.
რაც შეეხება ბირჟის ინდექსს, ამჟამად GSX 92.6 ერთეულისგან შედგება და ის დეკემბრის შემდეგ არ შეცვლილა.
ბირჟის კაპიტალიზაცია კი 31 დეკემბრის მონაცემებით, 1 მილიარდ 962 მილიონი ლარია.