მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა ნოემბერში

საქართველოს საფონდო ბირჟა

ნოემბერში საქართველოს საფონდო ბირჟის საერთო ბრუნვამ 466 ლარი შეადგინა, რაც 99%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.

მთელი თვის განმავლობაში ბირჟაზე სულ ორი გარიგება დაფიქსირდა, რომლებიც "ლიბერთი ბანკს" უკავშირდება. ამ ტრანზაქციების შედეგად, დღიურმა საშუალო ბრუნვამ 21 ლარი შეადგინა, რაც წინა თვეებთან შედარებით პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მაგალითად აპრილში ბრუნვა 0 ლარი იყო.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, გასულ 2022 წელს ბირჟაზე საერთო ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა.

საინტერესოა ისიც, რომ გასული წლებისთვის 0-ლარიანი ბრუნვა საკმაოდ დამახასიათებელი მოვლენა იყო, 2021-22 წლებში თვეების განმავლობაში ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ ხორციელდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები