03.ივნისი .2020 14:31

როგორც ჩანს, კომპეტენციის პრობლემა გვაქვს - კობერიძე ჯანდაცვის მინისტრზე

views 561
უკან

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კომპეტენციის პრობლემა აქვს, სხვაგვარად მისთვის გაუგებარია, რატომ არ მიდის მინისტრი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე.

როგორც კობერიძე აცხადებს, უკვე წელიწადი და სამი თვეა ტიკარაძე მინისტრია და ჯანდაცვის კომიტეტში ჯერ არ ყოფილა.

"ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მიერ მოხდა ქალბატონი მინისტრის დაბარება პარლამენტში. ჯანდაცვის მინისტრი ერთხელ უკვე იყო დაბარებული ჩვენს მიერ პარლამენტში და არ მოვიდა, მეორედ კომიტეტმა უყარა კენჭი, რომ მოსულიყო ქალბატონი ეკა და პასუხები გაეცა კითხვებისთვის და მაშინაც დაარღვია რეგლამენტი და უკვე მესამედ, მან კანონი დაარღვია, რომ არ მოვიდა სხდომაზე. ქალბატონი ეკა უკვე წელიწადი და სამი თვეა ჯანდაცვის მინისტრია და კომიტეტის სხდომაზე არც ერთხელ მოსულა, არც თავისი ნებით და არც დაბარების შემთხვევაში. იბადება კითხვები, თუ რატომ არ მოდის. ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინტერპელაციის წესით დაბარებაზე პრემიერი მოვიდა პარლამენტში, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატების დაბარებაზე არ მოდიან.

როგორც ჩანს, გარკვეული პოლიტიკური გათვლებიც არის და "ქართული ოცნების" მინისტრებს ეკომფორტულებათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან საუბარი და ჩვენთან არ ეკომფორტულებათ. ან კომპეტენციის პრობლემაა, რადგან ყველამ იცის, რომ როცა მინისტრი კომიტეტზე მიდის, იქ იმართება საგნობრივი მსჯელობა და დღეს მინისტრს აქ მოუწევდა ცოცხალ დისკუსიაში ყოფნა. როგორც ჩანს, ეს დისკომფორტს შეუქმნიდა და აქ უკვე ვაყენებ საკითხს და კომპეტენციასთან გვაქვს პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია არმოსვლა", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისივე თქმით, როცა მინისტრები მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ, თავად ჯანდაცვის მინისტრი კანონს არ უნდა არღვევდეს.

ამ განცხადების შემდეგ, კობერიძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის კომიტეტს წერილით უპასუხა და არმისვლის მიზეზები განმარტა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა