მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორც კი ავიამიმოსვლა აღდგება, საქართველოს აქვს შანსი ტურისტების დიდი ნაკადი მოიზიდოს"

5ea18b4f9f956
ინგა მურუსიძე
23.04.20 17:22
3066
როგორც კი ავიამიმოსვლა აღდგება, საქართველოს აქვს შანსი ტურისტების დიდი ნაკადი მოიზიდოს, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ კონფერენციაზე, ონლაინ კონფერენციაზე:
"კორონავირუსი VS ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება უკვე ჩატარებული დიდი სამუშაოს საფუძველზე, რაც აქტიური კამპანიების შედეგია.

არჩუაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და თქვა, რომ რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა, ვინაიდან ფინანსური პრობლემების გამო, მათი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები აუცილებლად განხორციელდება.