მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როგორც მთავრობის მეთაური, პარტნიორებთან ურთიერთობის განმტკიცებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“

62e3bfe112576
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.22 15:16
832
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის პარტნიორებთან - აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები განმტკიცდეს. ამის შესახებ მან სვანეთში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო აშშ-ის ელჩთან საქართველოში ხელისუფლების დაპირისპირება, პირდაპირ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ბევრი პოლიტიკოსია ჩართული.

„ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი ქვეყანას ავარიდეთ, რაც შეიძლებოდა ჩვენს ქვეყანას დამართნოდა - ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი ხალხისთვის და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შემთხვევითი არ არის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად და მტკიცედ ქვეყნის მართვა და წინსვლა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან.

ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან, ბევრი პოლიტიკოსია ჩართული ამ კითხვების დასმაში და ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაგრძელებ ამის კეთებას, რომ ეს ურთიერთობები, რომელიც აშშ-სა და ევროპასთან კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ეს ჩვენი შეუქცევადი გზაა. სხვა ყველაფერი სპეკულაციებია“, - თქვა ღარიბაშვილმა.