თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ელიავას ბაზრობის მოდერნიზაცია, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი გაგრძელდება და მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება.
„რაც შეეხება ზეთებს, მეორად საბურავებს, ჯართს და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი, რომელიც კანონით არის რეგულირებული. ახლა წესებზე მიდის მუშაობა და შემუშავებული იქნება ნორმები, თუ რა და როგორ უნდა გაიყიდოს. ამ საკითხს დაარეგულირებს წესები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ რაიმე არ გაკეთდეს. შეიძლება არ გაიყიდოს კონკრეტული საქონელი და მოხდეს სხვა საქონლის რეალიზაცია. რაც ყველაზე მთავარია, ყველანაირი გეგმარება და გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს უკეთესობისკენ არა მხოლოდ მოვაჭრეებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის სივრცე, რაც გვაქვს ქალაქის ცენტრში, აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას, თბილისის ვიცე-მერის თქმით, საკმაოდ მასიური რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება და რაც მთავარია, დღეს ელიავას ბაზრობაზე მოეწყობა ახალი გზების ქსელი, რათა შიდა გადაადგილება შესაძლებელი გახდეს.
ხმალაძის თქმით, ბაზრობის მთავარ ნაწილს 12 მესაკუთრე ჰყავს და მერიას ყველასთან ჰქონდა შეხვედრა. მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ მერიას და ელიავას ბაზრობის მფლობელებს ერთი ხედვა აქვთ.
„ყველა მომხრე ვართ მოდერნიზების. ყველაზე მთავარი პრინციპი, რაზეც შევთანხმდით, იყო ის, რომ ისინი ქაოტურად აღარ გააგრძელებენ განაშენიანებას და მუნიციპალიტეტი ისეთ გეგმარებას გააკეთებს, რომლითაც დაცული იქნება როგორც მესაკუთრეების, ასევე მოქალაქეების უფლებები. ერთ-ერთ მესაკუთრეს ჰქონდა დაწყებული განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი, რომელიც ასევე სასამართლოში იყო წასული. ეს დოკუმენტი სასამართლოდან გამოვიდა, ეს გეგმა დამტკიცებული არ არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ დამტკიცდა გენგეგმა, რომელშიც წერია, რომ ეს ტერიტორია უნდა დაგეგმარდეს. ეს მესაკუთრეც თანახმაა მოდერნიზებაზე“, - განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, ელიავაზე არც ბოქსები აშენდება და არც მრავალსართულიანი ბაზრობა, არამედ ეს იქნება ორ-სამ სართულიანი შენობა.
რაც შეეხება ვადებს, ხმალაძის თქმით, ამ ყველაფერს რამდენიმე წელი დასჭირდება და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება