თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარია.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა დამატებით გამწვანებული სივრცეები და შეიცვლება არსებული გამწვანებული თარგების გეგმარება. ასევე, განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა და დამატებით დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება მწვანე ნარგავები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება ბალახის საფარი.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„პუშკინის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. არსებული სივრცე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. გვინდა, სკვერი სრულად განვაახლოთ - ფილები მთლიანად შეიცვლება, ასევე, გამწვანების თარგები შეძლებისდაგვარად გაიზრდება, დაირგვება ხე-მცენარეები, შეიცვლება განათების სისტემა. ეს ძველი, კლასიკური სანათები ძალიან უხდება არსებულ სივრცეს, თუმცა, რეაბილიტაცია და განახლება სჭირდება. ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და რადგანაც პუშკინის სკვერი ერთ-ერთი ცენტრალური სივრცეა თავისუფლების მოედანზე, ესეც იქნება ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი